რამდენი ადამიანი გამოჯანმრთელდა რუხის კლინიკაში?

Zugdidi Daily

რუხის კლინიკაში, კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ 10 პაციენტის კორონავირუსისგან განკურნების ფაქტი დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულები სხვადასხვა კლასტერს განეკუთვნებიან. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 50 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119-მდე გაიზარდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #zugdididaily