ქეთა თოფურიას რომანტიკული არდადეგები შეყვარებულთან ერთად
Tbilisi Daily
A studio-ს ქართველი სოლისტი, მომღერალი ქეთა თოფურია "ინტაგრამზე“ გამომწერებს ხშირად ანებივრებს ახალი ფოტოებით, სადაც მომხიბვლელი ქეთა თავის საყვარელ ადამიანებთან, მათ შორის, შეყვარებულთან ერთადაა აღბეჭდილი.
მომღერლის ახალი შეყვარებული, 36 წლის რუსი დიმპლომატი და ბიზნესმენი, ლევ ძენგოვია და როგორც "ინსტაგრამ" ფოტოებიდან ჩანს, მასთან ქეთა დროს რომანტიკულად და მხიარულად ატარებს. აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე იშვიათად ჩნდებოდა ახალ სიყვარულთან ერთად და მასთან გადაღებულ ფოტოებსაც იშვიათად აქვეყნებდა, ახლა სოციალურ ქსელში ძენგოვისა და თოფურიას სულ უფრო მეტ ერთობლივ ფოტოს ნახავთ.წყვილი დასასვენებლად ერთად სენ-ტროპეშიც იმყოფებოდა.
ქეთამ ცოტა ხნის წინ ძენგოვთან ერთად გადაღებული კიდევ ერთი ახალი ფოტო გამოაქვეყნა. წყვილს კომენტარებში უამრავ კომპლიმენტს უწერენ. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს.წყვილი წელიწადზე მეტია ერთადაა. ამ დროის განმავლობაში, მათ შესახებ რამდენიმე ჭორი გავრცელდა. მათ შორის ისიც, რომ ქეთა თოფურია ძენგოვისგან შვილს ელოდება, ახლა კი დაქორწინებასაც აპირებენ.