მელია სანიკიძეს: ბიძინას თამაშს თამაშობ შენ, უნამუსო შენა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელშიც ოპოზიციური პარტიების და ბლოკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სანკიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს სააკაშვილის გარდა არავის ეშინია და ამიტომ, ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. გუბაზ სანიკიძე დაინტერესდა, რას ეუბნება ოპოზიცია ხალხს, რომელსაც „აღმა-დაღმა დაატარებს“ და რას შესთავაზებს კვირას დაგეგმილ აქციაზე.
ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძე დაადანაშაულა ოპოზიციურ ერთობაში ხინჯის შეტანასა და პროვოკაციაში: „ბიძინას თამაშს თამაშობ შენ, უნამუსო შენა! ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა პირველ რიგში ეს უნდა იცოდე“, - ამ სიტყვებით მიმართა მელიამ სანიკიძეს.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელიამ და გუბაზ სანიკიძემ სტუდია დატოვეს. ვრცელდებოდა ცნობები, რომ სტუდიის მიღმა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30927260.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020