სენატორი ჯიმ რიში: აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში სოციალურ  ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას:   „12 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრიდან, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისაკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას“, -წერს სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერში“. https://www.radiotavisupleba.ge/a/30786885.html #ახალი_ამბები #twitter