თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი გაგრძელდება - ბოკერია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143534 თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი გაგრძელდება - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. "თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, ჩვენ გვაქვს ბოიკოტი. საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი გაგრძელდება. ის პარტიებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ .ღირს, ამ თამაშში შეყვე ივანიშვილს, თანხმდებიან, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს იმაზე, რაც მოხდება, თუ ის შეთანხმებას არ შეასრულებს. შეთანხმება იყო, რომ ამა თუ იმ გზით, ივანიშვილს როგორც უნდა ისე, პროკურტურასა თუ სასამართლოში მისი რომელიმე პოლიტიკური კლოუნის მეშვეობით თუ პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენებით, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები და საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. თუ ამას გააკეთებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდით გააკეთებს და თუ არ გააკეთებს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით იმართლებს თავს", - თქვა მან.