ზელენსკი: უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. ამის შესახებ მან განაცხადა ტვიტერის საშუალებით. „გულწრფელად მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას მიენიჭოს უკრაინას კანდიდატის სტატუსი. ეს არის უნიკალური და ისტორიული მომენტი უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში“, თვლის ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა უთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც გადაწყვეტილება უკრაინას, და მასთან ერთად მოლდოვას, მიენიჭოს ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ერთხმად მიიღეს. „უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, დასძინა ზელენსკიმ. ევროკავშირის გადაწყვეტილება მან უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მთელი 30 წლის განმავლობაში, უკრაინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა „ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს არის უდიდესი ნაბიჯი ევროპისთვის, რომლის გადადგმა სწორედ ახლა შეიძლებოდა ამ პირობებში, როცა რუსეთის ომი ჩვენს უნარს გამოცდის, შევინარჩუნოთ თავისუფლება და ერთიანობა,“ დაწერა ზელენსკიმ. ინსტაგრამით გამოქვეყნებულ ვიდეოზე ზელენსკი თავის მოსაზრებებს გამოთქვამს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება "ჩვენი გამარჯვებაა.  "აი, შევალთ ევროკავშირში და მერე დავისვენებთ. შეიძლება არც დავისვენებთ".    ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო. ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31912389.html

Source: radiotavisupleba.ge