კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 179 თბილისიდანაა, 190 - აჭარიდან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 190 აჭარიდანაა. ამავდროულად, გაიზარდა თბილისში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაც. ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა: თბილისი - 179; იმერეთი - 91; კახეთი - 11; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 11; მცხეთა-მთიანეთი - 3; გურია - 3; ქვემო-ქართლი - 28; შიდა ქართლი - 10; სამცხე-ჯავახეთი - 1. ქვეყანაში 4 886 აქტიური შემთხვევაა, მათგან 63 პაციენტი არის მძიმე, მათ შორის 61 მართვით სუნთქვაზეა. საქართველოში კორონავირუსი ჯამში 10 752-ს გაუტოლდა, მათგან 5 866. ქვეყენაში კორონავირუსით 72 პირი გარდაიცვალა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30883894.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)