საქართველოში ოპოზიცია, შესაძლოა, კოვიდის მორიგი მსხვერპლი გახდეს-მკვლევარი მაქს ფრაში

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142616 საქართველოში ოპოზიცია შესაძლოა კოვიდის მორიგი მსხვერპლი გახდეს - ამ სათაურით აქვეყნებს სარედაქციო წერილს ცნობილი მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში მაქს ფრაში. მისი შეფასებით, იმ დროს როდესაც საქართველოს მიერ გატარებული ზომები ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც მხარდაჭერით სარგებლობს, ჯანდაცვის სექტორის კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პლურალიზმსა და ოპოზიციაზე. სტატიის ავტორი მიიჩნევს, ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის საქართველოს ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს და დაჟინებით მოითხოვოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის სრული განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნება საკუთრი თავის ინსტიტუციო-ნალიზაციას მოახდენს და მორიგი ვადით დარჩება ძალაუფლებაში. სტატიის თანახმად, მთავრობის პოლიტიკამ შესაძლოა ქვეყანა იხსნას პანდემიის მასშტაბური ზარალისგან, მაგრამ ქართული დემოკრატიისთვის რთული წელიწადია, რადგან დემოკრატიული ოპოზიცია და პოლიტიკური პლურალიზმი მკაცრ ზეწოლას განიცდის. "ფორმულა ნიუსი"