საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 340 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი. ცნობისთვის, 340 ადამიანიდან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. #კორონავირუსი #პაციენტი #stopcov #tbilisidaily