Lufthansa-მ უმსხვილესი კომპანიის სტატუსი დაკარგა

Headline

გერმანულმა ავიაკონცერნმა Lufthansa-მ 32 წლის განმავლობაში დამკვიდრებული ადგილი დაკარგა. გერმანიის საფონდო ბირჟა Dax-ის შემადგენლობას რეგულარულად ამოწმებს ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა სავაჭრო ბრუნვა და კომპანიის საბირჟო ფასი. დღეიდან Lufthansa წარმოდგენილი იქნება MDax-ის ინდექსში, რომელიც საშუალო საწარმოებს აერთიანებს. Lufthansa სერიოზულად დააზარალა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა. ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია თითქმის აღარ ახორციელებს სამგზავრო რეისებს. #პანდემია #ეპიდემია #კრიზისი #კოვიდ19 #კორონავირუსი #ახალიამბები #მოგზაურობა #ბიზნესი