ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში არაერთ საკითხზეა საუბარი, რაც საქართველოს ეხება. დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სერიოზულ პრობლემებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან, ასევე დაკავებებთან, გამოძიებებთან და სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის რწმუნებით, ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საუბარია იმაზეც, რომ უკანონო ჩარევა ხდებოდა პირად ცხოვრებაში. ასევე მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისამდი იზღუდებოდა პატივისცემა, ასევე საუბარია დანაშაულებებზე, რომლებიც ეხება ძალადობას ან მუქარას ლგბტ-პირების მიმართ. გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-მ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობა განათავსა. წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი რაუნდი კონკურენტული იყო და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, თუმცა „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”. ანგარიშში ხვდებით ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგარ მუხთარლის საქმის შეფასებებსაც. ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც. ანგარიშში მოხვდა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც.