ქობულეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო კიდევ ერთი სკოლა დაიხურა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთში, სოფელ გვარას სკოლა დროებით დაიხურა.მიზეზი კოვიდისგავრცელება გახდა. ინფიცირებულიაორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ვირუსი დაუდასტურდამე-10 და მე-5 კლასის მოსწავლეებს. სკოლის ადმინისტრაციაში აცახდებენ, რომ ვირუსის გავრცელება, სკოლის შიდა სივრცეს არ უკავშირდება და ის ოჯახური კონტაქტებია. კორონავირუსისშემთხვევა სკოლაში გეგმიური PCR ტესტირების დროს გამოვლინდა. ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელიამბობს, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციითა და განათლების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით სკოლის მოსწავლეები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან. მადონა გოგიტიძის თქმით, მუნიციპალიტეტში9 საჯარო სკოლაა დაკეტილი, თუმცა ორშაბათიდანრამდენიმე სასწავლო დაწესებულების გახსნა იგეგმება.