„სამარცხვინო პროცესი, რომელსაც რუსეთი საქართველოს შიდა ტერიტორიაზე ახორციელებს“

Tbilisi Daily

სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ის სამარცხვინო პროცესი რაც დღეს ვითარდება საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზთან, სადაც "დამპალ ბოძებს, ისევე დალპება ეს ბოძები ძალიან მალე და ამ საოკუპაციო სამარცხვინო ხაზსაც ისივე მალე ვერ ვიხილავთ, როგორ ვერ ვიხილავთ იმას, რომ რუსეთი ეწევა თავის სანუკვარ მიზეზს საქართველოს გახლეჩვის და გაყოფის". ასე გამოეხმაურა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფ. ფახულანისა და სოფ. საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციis განხორციელებას. "ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ საქართველოს გამთლიანება იქნება ძალიან მალე. ჩვენ ვიქნებით ამის მოწმე, თანამონაწილე და ყველა ის ადამიანი ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა ვისაც დღეს ეკრძალება თავის თანამოძმეებთან ურთიერთობა ყველა ეს ადამიანი იზეიმებს იმ დღეს როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიოტორიაზე - როგორც აფხაზეთში ასევე სამაჩაბლოში ამის მოწმენი ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით ამდენად ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ, არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს ევროპისკენ იქ სადაც ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად არის გარანტირებული,"-განაცხადა მოწერელიამ.