"მობილურით არ ვკონტაქტობდით, რატომ უნდა მომეძებნა?"

Tbilisi Daily

ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს ვი­დეო-ინ­ტერ­ვი­უს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. იგი ჟურ­ნა­ლისტს ბა­ჩა­ნას სა­ხე­ლით ეც­ნო­ბა. მისი თქმით, 23 წლის პროგ­რა­მის­ტი 2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნო. "კურ­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. არ იყო ად­ვი­ლად შე­სას­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნი, მას­თან კონ­ტაქტს ად­ვი­ლად ვერ და­ამ­ყა­რებ­დი. ეს იყო ზო­გა­დად, ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ ვამ­ბობ. ჰიტ­ლე­რის "ჩემს ბრძო­ლას" კი­თხუ­ლობ­და და ამან მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. ლექ­ცი­ის დროს კი­თხუ­ლობ­და. გა­მიკ­ვირ­და ძა­ლი­ან, რად­გან ეგ წიგ­ნი ად­ვი­ლად წა­სა­კი­თხი არ იყო და თა­ვი­დან სწო­რედ ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი მი­სით. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ორი­ვე ვხვდე­ბო­დით, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონ­და" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა. მისი თქმით, მა­საც და თა­მარ­საც და­ბა­დე­ბის დღე 19 ივ­ნისს აქვთ და ბო­ლოს სწო­რედ ამ დღეს ნახა გო­გო­ნა. ბა­ჩა­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ბი­ლე ჯერ ლის­ზე, შემ­დეგ კი ძველ თბი­ლის­ში აღ­ნიშ­ნეს."იქ სხვა­დახ­ვა თე­მებ­ზე ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. მათ შო­რის იმა­ზე, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის თე­მას რომ გეგ­მავ­და. უნ­დო­და წას­ვლა ისევ საფ­რან­გეთ­ში და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. მას არ უთ­ქვამს, რომ რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და. შევ­ნიშ­ნე, რომ შორს ფიქ­რობ­და, გეგ­მე­ბი ჰქონ­და" - აღ­ნიშ­ნა მან. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბას, ბა­ჩა­ნა ჰყვე­ბა, რომ მის­მა ოჯახ­მა თა­მა­რის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ იცო­და. თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ არ იც­ნობ­და თა­მა­რის ოჯახს და მე­გობ­რებს, გარ­და მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვი­ლი­სა, ხოლო დეა კა­პა­ნა­ძე სამ­ძი­მარ­ზე გა­იც­ნო. "ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თა­მა­რის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მათ­თან ერ­თად არ­სად არ დავ­დი­ო­დით" - ამ­ბობს ბა­ჩა­ნა. მისი თქმით, "შეყ­ვა­რე­ბუ­ლის" და­კარ­გვის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სამი დღის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ მო­ი­კი­თხა სამი დღის განმვლო­ბა­ში, იგი ამ­ბობს: "მე 27-ში ვკი­თხე, წა­მოხ­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან თუ არა­თქო. გა­უჩ­ნა­რე­ბამ­დე ერთი დღით ადრე აქვს ჩემი მე­სი­ჯი ნა­ნა­ხი, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ აქვს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი. ჩვენ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ სამ­სა­ხურ­ში ბოლო შეკ­ვე­თებს მორ­ჩე­ბო­და და უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო. თა­მარს რომ ეთ­ქვა ჩემ­თვის, იქი­დან წა­მო­ვე­დიო, ვნა­ხავ­დი და აღა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ გა­ვი­გე მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა, ვე­სა­უბ­რე­ბო­დი თსუ-ს სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრს, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი იყო სა­დღაც, პარკში ვი­ყა­ვი და მომ­წე­რა მან, თა­მა­რი და­ი­კარ­გაო. მერე უკვე ინ­ტერ­ნეტ­შიც წა­ვი­კი­თხე. პარ­კი­დან სახ­ლში გა­ვარ­დი... უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც შე­ვი­ტყე, რაც ხდე­ბო­და" - ამ­ბობს ის. კი­თხვა­ზე, მო­ძებ­ნა თუ არა იმ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი", რო­დე­საც ის არ ჩან­და, ბა­ჩა­ნა პა­სუ­ხობს: "რა­ტომ უნდა მო­მე­ძებ­ნა?" "ჩემი სახ­სრე­ბით არა­ფე­რი შე­მეძ­ლო. ვერ­სად მოვ­ძებ­ნი­დი, სახ­ლში ვერ მი­ვი­დო­დი. მშობ­ლებს არ ვიც­ნობ­დი, სახ­ლში ნამ­ყო­ფი მა­ნამ­დე არ ვყო­ფილ­ვარ. რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა იმ მო­მენ­ტში? ვეც­ნო­ბო­დი, რა მოხ­და" - აღ­ნიშ­ნა მან. კი­თხვა­ზე, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, თუ და­უ­რე­კა ან მი­წე­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს, ბა­ჩა­ნა ამ­ბობს, რომ "არა". "მო­ბი­ლუ­რით ერ­თმა­ნეთს არ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით, რა­ტომ უნდა დაგ­ვე­რე­კა? რო­დე­საც არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი" - გა­ნა­ცხა ბა­ჩა­ნამ. მისი თქმით, გო­გო­ნას დაკ­რძალ­ვა­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და. "იქ გა­ვი­ცა­ნი მისი ნა­თე­სა­ვი ილო, რო­მელ­მაც სახ­ლში ჩემი თავი გა­აც­ნო თა­მა­რის ნა­თე­სა­ვებს. არ მჯე­რა, რომ თავი მო­იკ­ლა თა­მარ­მა" - გა­ნა­ცხა­და მან და აქვე დას­ძი­ნა, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ უკვე ორ­ჯერ და­კი­თხა. რო­გორც ახალ­გაზ­რდა ჰყვე­ბა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე მოხ­და შეღ­წე­ვა და მისი დაბ­ლოკ­ვა. "კომ­პი­უ­ტე­რი­დან გა­უქ­მე­ბუ­ლია "ფე­ის­ბუ­ქი". წაშ­ლი­ლია მის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბი. ასე­ვე მოხ­და მის "ინ­სტაგ­რამ­ზე" წვდო­მა. სწო­რედ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ატ­ვირ­თა თა­მარ­მა ვი­დეო, სა­დაც მე და ის ძველ თბი­ლის­ში ვართ. იქ იყო ტე­გე­ბი, მათ შო­რის "mylove" და სწო­რედ ეს ტე­გია ამოშ­ლი­ლი, რო­მე­ლიც მე მე­კუთ­ვნის", - გა­ნა­ცხა­და ახალ­გაზ­რდამ.ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.