დღეს შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული - კობახიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პარტია ''ქართულიოცნების'' თავმჯდომარე ამბობს, რომ დღესშესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. ირაკლი კობახიძეს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ამ წუთებშიევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიანდანიელსონიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი''ქართული ოცნებისა'' და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. ''დღესპირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით სავარაუდო, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. ველოდებით რა თქმა უნდა შეხვედრას, დანარჩენსშემდეგ გეტყვით'' - განაცხადა კობახიძემ.