ავარიისას მანქანაში 8 თვის ბავშვიც იმყოფებოდა

Tbilisi Daily

სოფელ ქვაბღასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი ოჯახის 6 წევრი ავტომობილით ბახმაროსკენ მიემგზავრებოდა, როცა მანქანა ხიდიდან გადავარდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, თუმცა ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. ავტომობილით ოჯახის წევრებთან ერთად 8 თვის ბავშვიც მგზავრობდა. მძიმედ დაშავებულის გარდა ყველა სხვა მგზავრი ჩოხატაურის კლინიკებში გადაანაწილეს. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ავარია დაშავებულები TbilisiDaily