42 დღე ილია ფილფანის გაუჩინარებიდან.

Zugdidi Daily

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს 42 დღეა ეძებენ. მოზარდი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის სამძებრო-სამუშაოების შედეგად შემოწმდა 7 მდინარის კალაპოტი და 18 სოფლის მიმდებარე ტერიტორია. სამძებრო სამუშაოებში დღემდე 80-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს. #მესტია #ლენჯერი #დაკარგულიმოზარდი #სვანეთი #სამძებროსამუშაოები #მაშველები #სტატისტიკურიმონაცემები #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com