ელჩების განცხადებამ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სივრცე მოსპო - კობახიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143213 ელჩების ამ განცხადებამ პრაქტიკულად მოსპო სივრცე ყოველგვარი სპეკულაციისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად დიპლომატიური ენისა, მათ ელჩებისგან მიიღეს პასუხი, რომ შეთანხმების მიზანი მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია იყო. „ჩვენ დავსვით კითხვა - შევთანხმდით თუ არა იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას უნდა განეხორციელებინა პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში. ამაზე მივიღეთ ძალიან მარტივი პასუხი - მეორე შეთანხმების მიზანი მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა კი არ ყოფილა, არამედ ეს ყოფილა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია. აქ ყველაფერი მარტივია, რომ შეთანმხება ვერ გახდებოდა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის საფუძველი. პირიქით, ამ შეთანხმებას ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდა. ბუნებრივია, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მართალი აღმოჩნდა, ვერავითარ შემთხვევაში, მოლაპარაკების და მით უმეტეს შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა რომელიმე სასამართლოს საქმეში მართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ჩარევა. ისეთ რამეზე ვდაობთ და ვკამათობთ, რაც არ შეიძლება ჯანსაღ საზოგადოებაში საკამათო იყოს. თუმცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ ესეც მოახერხა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.