ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი, ნაბიჯ-ნაბიჯს იქ სადაც საჭიროა ზომებს ვამკაცრებთ - პრემიერი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141449
ჩვენ ვცდილობთ დავიჭიროთ ეს ბალანსი, ნაბიჯ-ნაბიჯს იქ სადაც საჭიროა ვამკაცრებთ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი ძირითადი ამოცანა რა არის?! ჩვენ ხომ არ ვართ მდიდარი განვითარებული დასავლური ევროპული ქვეყანა, ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აქვს თავისი ფასი, ჩვენს თითოეულ ეკონომიკურ შეზღუდვას აქვს თავისი ფასი, თუმცა მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა. ჩვენ ვცდილობთ დავიჭიროთ ეს ბალანსი, ნაბიჯ-ნაბიჯს იქ სადაც საჭიროა ვამკაცრებთ", - თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, გამკაცრებული ზომების მიზანია მსხვილ ქალაქებში მობილურობის მაქსიმალურად სწრაფი შემცირება და შეზღუდა. გახარიას განმარტებით, ეკონომიკის ამუშავებასთან დაკავშირებითაც ზუსტად ასეთი მიდგომა ექნებათ.