ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის გათამაშებას გამოეთიშა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ეკატერინე გორგოძე პირველივე წრიდან გამოეთიშა უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირს. ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრების ძირითად ბადეში მოხვედრილი ერთადერთი ქართველისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა რუმინელი ირინა-კამელია ბეგუ. პირველ სეტში გორგოძემ ანგარიშით 4:6 წააგო. მეორეში კი მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო. 30 წლის ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ინდივიდუალური შეჯიბრების ძირითად ბადეში პირველად მოხვდა. ახლა ის წყვილთა თანრიგშიც შეეცდება პირველი წრის დაძლევას, რუმინელ ირინა ბარასთან ერთად.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31918934.html

Source: radiotavisupleba.ge