რატომ შეწყვიტა სამოქალაქო აქტივისტმა შიმშილობა ?
Tbilisi Daily
შიმშილობის მე-15 დღეს ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებს და აჭარის ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს.
"ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დასრულდეს პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლების კონტროლი. ვწყვეტ შიმშილობას. მრჩეველთა საბჭომ მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს კოხრეიძე დაკავებეული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი,“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
ბათუმის დირექტორის იმპიჩმენტს ხუთწევრიან მრჩეველთა საბჭოში სამი წევრის თანხმობა სჭირდება, საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით შესული სამი წევრი იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მრჩეველთა საბჭოს ორ წევრს შეეძლო. იმპიჩმენტი მოითხოვა გია ქარცივაძემ. მოთხოვნა დააანონსა თამარ წილოსანმაც, თუმცა, ევროპული საქართველოს კვოტით არჩეულმა წევრმა საბოლოოდ ეს გადაიფიქრა.