კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში 5 ჩვილი დაიბადა
Tbilisi Daily
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის“ კოვიდცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში 5 ბავშვი დაიბადა. ჩვილები კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულმა ინფიცირებულმა ორსულებმა გააჩინეს.
განყოფილებაში 6 ორსულის და მელოგინის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა ვირუსის არსებობას არ დაადასტურებს, ორსულები და მელოგინეები კოვიდცენტრს დატოვებენ.
„5 სამეანო შემთხვევა გვქონდა და ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა. ამ დროისთვის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 40 ორსული გადის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, -ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი, გიორგი სხილაძე.