კომენდანტის საათი გამოცხადდა ზუგდიდში, ფოთსა და ხუთ სხვა ქალაქში
Zugdidi Daily
ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, შეზღუდვა შეეხებათ ქვეითად მოსიარულე პირებსაც, თუმცა ეს რეგულაციები არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე - იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე არ შეეხება სამედიცინო, ფარმაცევტული, მედია დაწესებულებებსა და მიტანის სერვისისს.
ფოტო: თემურ ბართავა
#ახალიამბები
#კომენდანტი
#კორონავირუსი
#ზუგდიდი
#zugdididaily