„სონიმ“ playstation 5-ის ვიზუალი გაასაჯაროვა.
Tbilisi Daily
„სონიმ“ playstation 5-ის ვიზუალი და ექსკლუზიური თამაშები წარადგინა. ესენია: Spider-Man: Miles Morales, Grand Turismo 7, Resident Evil 8 და Horizon: Forbidden West, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალი playstation-ი გაყიდვაში 2020 წელს ოდნავ მოგვიანებით ჩაეშვება. ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
გაუმჯობესებული ვიზუალების გარდა ახალი კონსოლი თავისი სისწრაფით იქნება გამორჩეული. როგორც „სონიმ“ განაცხადა, 2 სხვადასხვა playstation-ი გამოვა, აქედან ერთს ჩვეულებრივად დისკის ჩასადები ექნება, ხოლო მეორეზე მხოლოდ ონლაინ გადმოწერის საშუალებით იქნება თამაში შესაძლებელი.
კომპანიის თქმით, ახალი კონსოლი, წინაზე 100-ჯერ უფრო სწრაფი იქნება.