ალ-სისის ახალი ავანტიურა
Middleeast Report
ეგვიპტეს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლის საფუძველზეც მოქმედი და პენსიაზე გასული სამხედროები არჩევნებზე თავიანთ კანდიდატურას ვერ წარადგენენ, რაიმე თანამდებობბის დასაკავებლად.
მანამდე კი, ერთი წლით ადრე, ალ-სისიმ პარლამენტში კანონპროექტი „გაიტანა“, რომელიც მას ხელისუფლების 2030 წლამდე შენარჩუებაში დაეხმარა.
ეგვიპტეს ზედა პალატის არჩევნები ახლოვდება. ის 11-12 აგვისტოში ჩატარდება, ხოლო ქვედა პალატაში - ნოემბერში.
ამ ცვლილებების არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ნაკლები სამხედრო შევიდეს საკანონმდებლო ორგანში და მოქმედ პრეზიდნეტს ნაკლები კონკურენტი და მეთოქე ჰყავდეს. როგორც იცით, 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, ქვეყანას სამხედროები მმართავენ.
ხელისსუფლებაში მოსვლის დღიდან ალ-სისი არმიაში „წმენდებს“ ახორციელებს. რეჟიმი იჭერს ან სიკვდილით სჯის იმ ადამინებს, ვინც სისის და მის „რეჟიმის“ მიმართ არ არის ლოიალური. ასე მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როცა გენერალ-ლეიტენანტ სამი ანანმა არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დაარეგისტრირა.
“Sami Anan’s defence had argued that the law banning him from running was not a civil law, now Sisi is attempting to correct the legal loopholes that were used to justify his running for office,”
“Sisi is shielding himself against all potential future rivals”.
ახალი ცვლილებებით, სამხედროებს მსახუროების პერიოდში არმიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც ეკრძალებათ. გარდა ამისა, მათ ვერ გახდებიან პოლიტიკური პარტიების წევრები, თუ SCAF-ისგან თანხმობს არ მიიღებენ. (SCAF-ი კი პირდაპირ ალ-სისის ემორჩილება).
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ახლოაღმოსავლეთი
#ეგვიპტე
#ალსისი
#სამხედრო
#პრეზიდენტი
#არჩევნები
#alsisi
#egypt
#news
#politics
#electoral
#law
#army