მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ორი მამაკაცის ცხედარი და ავტომობილი იპოვეს
Tbilisi Daily
მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.