კანადა „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს აჩერებს
Pirveliradio Ge
კანადა „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს აჩერებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანადა დიდი ბრიტანეთიდან ფრენებს 72 საათით წყვეტს. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო ფრენებზე. გადაწყვეტილება კანადის ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდგომ გახდა ცნობილი.
ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დრომდე კანადაში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.