კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის იქნება მზად - დონალდ ტრამპი
Pirveliradio Ge
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ოპერაცია „წარმოუდგენელი სიჩქარის“ ფარგლებში წლები დავზოგეთ ვაქცინის შესაქმნელად. ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მივიღე, ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რათა წლის ბოლომდე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შევქმნათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.