პრემიერი: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო

Tbilisi Daily

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. "თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას,"- წერს პრემიერი. შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემხვერპლა. მგზავრთა ძებნის და იდენტიფიცირების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება გრძელდება. შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.