"გამო, შენი შვილის გამო! ჩემი შვილის გამო" - 1000 მშობლის მარში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
'გამო, შენი შვილის გამო! ჩემი შვილის გამო! ჩვენი გოგოების გამო, გამო!!!' -ამ ლოზუნგით დღეს მთელ ქვეყანაში„1 000 მშობლის მარში“ იმართება.
მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება. ქალთა მოძრაობამ კამპანია ,,ნინის გამო“ სწორედარასრუწლოვნის გარდაცვალების შემდეგ დაგეგმა.
დღევანდელი აქციით მისი ორგანიზატორები ბოლო დროს გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მომხდარი საზარელი შემთხვევები სახელმწიფო ინსტიტუციების არასათანადო რეაგირების შედეგია.
აქცია შეუერთდა ბათუმიც. ბათუმში მშობლები ვარდების სკვერში შეიკრიბნენ და ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.
'მარშის მიზანია გამოასწოროს სისტემური უთანასწორობა, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს არ იცავს. ქალების ჩაგვრას სამწუხაროდ სისტემური სახე აქვს და ეს უნდა დავინახოთ. 8 მარტია დღეს და ამ თემებზეც უნდა ვისაუბროთ, რაც რეალურად პრობლემაა'-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მარშის წევრების მოთხოვნებია:
შეცვალეთ!სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით!პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ!ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ!ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს!ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო', - ნათქვამია ინფორმაციაში.
აქციაზე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგაზრდასაც ითხოვენ და ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებას მოუწოდებენ.
სქესობრივ ძალადობას გოგონებისა და ქალების მიმართ ბათუმის გარდათბილისში,გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ქუთაისში, რუსთავში, ახალციხეში, ლანჩხუთსა და ხარაგაულში აპროტესტებენ.