მსოფლიოს გარშემო 500,000-ს გადააჭარბა COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

28 ივნისის მონაცემებით, COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა მსოფლიოს გარშემო 500,000-ს გადააჭარბა, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 10 მილიონს გასცდა. ამ ვითარების გამო, რამდენიმე ქვეყანა აპირებს გადასინჯოს ეკონომიკის გაღებისთვის შემსუბუქებული ზომები.  აშშ-ში, რომელზეც მსოფლიოს გარშემო დაღუპულთა რიცხვის დაახლოებით მეოთხედი მოდის, რამდენიმე შტატმა აღადგინა შეზღუდვები. კალიფორნიაში, ფლორიდაში და ტეხასში დაიკეტა ბარები და სანაპიროები, ვინაიდან ახალგაზრდების თავშეყრამ ბევრგან გამოიწვია შემთხვევების მატება. ზომების აღდგენაზე მსჯელობენ სამხრეთი კორეა, ბრიტანეთი და კოსოვოც.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30696592.html #ახალი_ამბები #twitter