დღეის მდგომარეობით, არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს - გახარია

Pirveliradio Ge

პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ არჩევნების გადადების საშიშროება არ დგას. განცხადება გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა: დღეის მდგომარეობით, არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება - ამბობს გახარია. ხელისუფლებამ დღეს თბილისსა და იმერეთში შეზღუდვები დააწესა. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1000-ს გადააჭარბებს, თუმცა როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის სისტემა პროცესს გაუმკლავდება.