ყვარელში გოგონა ძმამ გარდაცვლილი იპოვა
Tbilisi Daily
ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის მოზარდმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.წინასწარი ინფორმაციით, გოგონა მესამე გაკვეთილიდან პედაგოგს დაეთხოვა და სახლში წავიდა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჩამომხრჩვალი ძმამ იპოვა.
სოფელში მერის წარმომადგენელი, ამბობს, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი არავინ იცის.
„ძალიან კარგი გოგო იყო, წარჩინებული, თან მოცეკვავე, მოწესრიგებული ოჯახის შვილი. ახალგაზრდა და არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. მიზეზი არავინ იცის, არც ოჯახმა, არც მეგობრებმა, თავზარდაცემულია მთელი სოფელი“,- განაცხადა მერის წარმომადგენელმა.
გასულ წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გოგონას არასრულწლოვანმა მამიდაშვილმაც, თუმცა, სოფელში ამ ორ ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავენ.
მომხდარ ფაქტზე, სკოლის დირექციას კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო: პრაიმტაიმი