ტაძრის ეზოში მრევლის შეკრება კანონდარღვევა არაა, მაღიზიის რიგშიც 3-ზე მეტი დგას
Mediamall
ტაძრის ეზოში დისტანციის დაცვით 3 პირზე მეტის შეკრება წესების დარღვევად ვერ ჩაითვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
„როდესაც მაღაზიებთან რიგებს ვხედავთ, იქ ხომ არის 3 პირზე მეტი? ისინი იცავენ დისტანციას. დროში ხომ არაა შეზღუდული, რამდენ ხანს იდგებიან ისინი რიგში? ჩვენ თუ შენობაში არ ვიქნებით და დავიცავთ ტაძრის ეზოში დისტანციას, წესები არ დაირღვევა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#church
http://mediamall.ge/new/90921-sapatriarqo-mrevlis-gareshe-mkholod-sasuliero-pirebis-monatsileobit-kharebisa-da-aghdgomis-liturgiebis-chatarebas-ar-ganikhilavs