ათონის მთაზე 20 აპრილამდე ყველა მსახურება მრევლისა და მომლოცველების გარეშე ჩატარდება

Mediamall

ათონის მთაზე პილიგრიმებისა და მორწმუნეების ვიზიტებზე დაწესებული შეზღუდვა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ათონის მთის ადმინისტრაციამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. Orthodoxtimes-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალისტებისა და მუშებისთვის. შეგახსენებთ, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 მარტს დაიხურა. #orthodox #church #easter #praytogether #prayforworld #athens #pray