ქობულეთში არასრულწლოვანი პირის ცხედარი იპოვეს

Tbilisi Daily

ქობულეთში გასულ ღამეს სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. არასრულწლოვანი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ნახეს, სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. როგორც გოგონას ბაბუამ ჟურნალისტებს უთხრა, 13 წლის შვილიშვილი გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. მომხდარის შესახებ პოლიციამ იცოდა, შესაბამისად, ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა პასუხებმა დაიგვიანა, რასაც არასრულწლოვანი განიცდიდა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბაბუამ იპოვა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე დაკავებული არ ყოფილა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები