ეპიდვითარება შიდა ქართლში - 9 დეკემბრის მონაცემები

Gori Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid19-ის 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 174 383  გამოჯანმრთელებულია - 145 287   გარდაცვლილია - 1 614  კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 126 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 689 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 900 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #goridaily