შეძლებენ თუ არა მოსწავლეები სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელებას
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეები და პედაგოგები სკოლებს უბრუნდებიან.საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან აჭარაში, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს.განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული. ასევე მასწავლებლებს ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდება.
გადაიხედება თუ არა სწავლების ფორმატის საკითხი, მისცემს თუ არა სამინისტრო მშობლებს არჩევანის გაკეთების საშუალებას და აქვთ თუ არა სკოლებს უკვე სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სწავლა უნდა დაიწყონ - ეს ჯერ უცნობია.
სწავლისგანახლების გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ესსწორი გადაწყვეტილებაა.
მშობლების ნაწილი კი შვილების სასწავლო დაწესებულებაში გაშვებას არ აპირებს, რადგანაც ფიქრობენ, რომ რეგულაციების დაცვა სკოლებშიარსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით გაუჭირდებათ.ფიქრობს, რომ თებერვალში დისტანციური სწავლების გაგრძელება უკეთესი იქნება.
დირექტორები ამბობენ, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნების მიუხედავად, ექნებათთუ არა მშობლებს არჩევანის უფლება სწავლა გაგრძელდეს დისტანციურ რეჟიმში, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული ინსტრუქცია არ აქვთ. რაც შეეხება ჰიბრიდულ სწავლებას, რომელიც გულისხმობს კვირის განმავლობაში რამდენიმე დღით სკოლაში გამოცხადებას, ხოლო დანარჩენი დღეების განმავლობაში სახლიდან დისტანციურ ჩართვას- ეს მოდელი განიხილება უფროსკალსელების შემთხვევაში.
სკოლის დირექტორებსდღეს განათლების სამინისტროში შეხვედრა აქვთ და დეტალები დაზუსტდება.
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პარალელურად აქტუალური თემაა დისტანციის დაცვა. როგორც მოხდება მერხების განლაგება. სკოლის დირქტროები ამბობენ, რომ მცირე ზომის საკლასო ოთახებზე უარს იტყვიან და სკოლაში არსებულ სხვა ფართს გამოიყენებენ.
''მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით განსაზღვრული გვაქვს სწავლის განახლება პირველ ცვლაში. ხოლო პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლითმეორეში. გრაფიკზე ვმუშაობთ და ვაზუსტებთ. კვირის ბოლოს გვექნება ინფორმაცია და მივაწვდით განახლებულ ცხრილს მოსწავლეებს. ვგეგმავთ ჰიბრიდულ მოდელსაც. სრულად დისტანციურზე დარჩენას ჯერ-ჯერობითარ განვიხილავთ'' - განაცხადა მეორე სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ.
''რესურსცენტრის უფროსთან შეხვედრის დროს ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ, რომ დისტანციურ სწავლება არ იქნება. ყველამოსწავლე საკლასო ოთხში უნდა დაბრუნდეს. კლასები, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მერხებს შორისმანძილი იყო ერთი მეტრი იქნება გამოყენებული, ხოლო პატარა კლასებს არ გამოვიყენებთ. მაგალითადსააქტო დარბაზს გამოვიყენებთ'' - აცხადებს გივი ხალვაში.
საქართველოსგანათლების მინისტრის მოადგილეეკატერინე დგებუაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში განმარტა, რომ დისტანციურად სწავლების მოდელი ინსტრუქციაში რჩება. მისივე განცხადებით, სკოლას აქვს თავისუფლება, დააორგანიზოს სასწავლო პროცესი, სკოლის რესურსების გათვალისწინებით.
თუ სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსისშემთხვევა გამოვლინდება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს დაეყრდნობიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.