კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევიდან 1 017 თბილისზე მოდის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევიდან მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისსა და იმერეთზე მოდის. რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: თბილისი - 1 017; აჭარა - 139; იმერეთი - 429; ქვემო ქართლი - 157; შიდა ქართლი - 192; გურია - 16; სამეგრელო და ზემო სვანეთი - 146; კახეთი - 158; მცხეთა-მთიანეთი - 43; სამცხე-ჯავახეთი - 34; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 214 871 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 191 968. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 51 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 233-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31014855.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები