გორში ნასვამმა დისტრიბუტორმა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა

Gori Daily

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა ადმინისტრაციული დარღვევის საქმე, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი კომპანიის ნასვამმა დისტრიბუტორმა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა. "თბილისი-სენაკი-ლესელიძის 86-ე კმ-ზე ნასვამმა ლ.ნ-მ ხელის ჟესტიკულაციით პოლიციის თანამშრომლების მიმართ განახორციელა შეურაცხმყოფელი მოქმედება" , - წერია საქმის მასალებში. მოსამართლემ შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა ის, რომ ლ.ნ-მ აღიარა დანაშაული, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია ის, რომ იგი იყო ნასვამი. დავით პაპუაშვილმა ლ.ნ სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #გორი #სამართალი #goridaily წყარო: რადიო მოზაიკა