თურქეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

Tbilisi Daily

თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ Reuters-ი ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურ ცენტრზე (EMSC) დაყრდნობით წერს. ბიძგების ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში, 2 კილომეტრის სიღრმეში იყო. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ზიანი.