მაიკ პომპეოს ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთხელ გამოვლენაა - გახარია
Pirveliradio Ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და წერს, რომ ეს ვიზიტი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთხელ გამოვლენაა.
„მოუთმენლად ველი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას. მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთხელ გამოვლენაა“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.