სვიატლანა ციხანოუსკაიამ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის პრეზიდენტს ნობელის პრემიაზე წარდგენისთვის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნეუსედას მისი და „მთელი ბელარუსელი ხალხის“ წარდგენისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე. ნობელის კომიტეტში განაცხადების შეტანა 31 იანვარს სრულდება. გამარჯვებულს ნოემბერში გამოაცხადებენ.
ნაუსედამ ციხანოუსკაია პრემიაზე წარადგინა, რათა მხარდაჭერა გამოეხატა ბელარუსში დემოკრატიული მოძრაობისთვის, რომელიც ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, განუცხადა Reuters-ს ლიეტუვის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ.
ციხანოუსკაია ცხოვრობს ლიეტუვაში, სადაც ის უსაფრთხოების მოსაზრებებით წავიდა ბელარუსიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს. ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ზედიზედ მეექვსედ გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31078706.html
#ახალი_ამბები
#twitter