დაპირისპირება პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის

Batumi Daily

17 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ დაპირისპირება მოხდა რის დროსაც, სამი პირი, მათ შორის, ჯელალ ქიქავა დააპატიმრეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ისინი პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო აიყვანეს. „დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით“, – უთხრა ელგუჯა ბაგრატიონს - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილეს იმის გამო სცემა, რომ ისინი მთავრობის სახლზე სტიკერებს - "არ დათმოს" აკრავდნენ. ნაცემთაგან ერთ-ერთი პირი სასწრაფოს მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უადგილობის გამო მისი შეყვანა ვერც ერთ კლინიკაში ვერ მოხერხდა. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში