ქუთაისში ტიციანისა და პაოლოს ძეგლები გაიხსნა

Kutaisi Daily

ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ ყურადღების მიღმა დატოვა ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლების გამოჩენა. ძეგლების ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვიძეა. ლიტერატურული ჯგუფი „ცისფერი ყანწები“ და ამავე სახელწოდების ჟურნალი ტიციანის აქტიური მონაწილეობით დაარსდა. ამ პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების კერა იყო. ახალგაზრდები ქუთაისში , „ოქროს ჩარდახში“ ჭადრის ხესთან მართავდნენ პოეზიის საღამოებს. ფოტო : დავით ლიკლიკაძე #ცისფერყანწელები #ტიციანტაბიძე #პაოლოიაშვილი #kutaisidailyy