ტრამპმა ბოლო გადაწყვეტილებებით შესაძლოა ავღანეთიდან და ერაყიდან ჯარი გამოიყვანოს
Interworld
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ დაპირდა ამერიკულ საზოგადოებას „დაუსრულებელი ომების“ შეწყვეტას და შეიარაღებული ძალების უკან, სამშობლოში დაბრუნებას - მაგრამ ყოველ ჯერზე მისი გენერლების წინააღმდეგობას აწყდებოდა.
და მაინც, თეთრ სახლში გასატარებელი ბოლო კვირების მანძილზე ტრამპმა შესაძლოა გამოსცეს ბრძანებულება, რომელიც ავღანეთიდან და გარკვეულწილად ერაყიდან ამერიკული კონტიგენტის მნიშვნელოვანი~ ნაწილს დააბრუნებს უკან აშშ-ში.
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე სამშაბათს, 17 ნოემბერს იქნას მიღებული და კონტიგენტის დაბრუნების დროდ 2021 წლის 15 იანვრამდე პერიოდი განისაზღვროს - ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე 5 დღით ადრე.
ტრამპს სურს, რომ თითოეულ სახელმწიფოში 2 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩეს. ამჟამინდელი მოცემულობით ავღანეთში 5000-მდე, ხოლო ერაყში 3 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Trump #USA #military #forces #Iraq #Afghanistan #troops #nterworld