აშშ-ში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141976 ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა დაინფიცირების 37 179 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარად, აშშ-ში „კოვიდ-19“ სულ 824 438 ადამიანს დაუდგინდა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 45 039 შეადგინა.