ქალთა საფეხბურთო გუნდმა “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 თამაშიც მოიგო

Tbilisi Daily

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის კლუჟი სტუმრად დაამარცხა 1-0 და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გათამაშების საუკეთესო 32 გუნდში ითამაშებს. მატჩის ერთადერთი გოლი ჭყონიამ 68-ე წუთზე გაიტანა შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ “ოქჟეტპესს” დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც ‘ლანჩხუთის” მეტოქე’ გაირკვევა. მე-16-ედ ფინალში ორმატჩიანი დაპირისპირებები გაიმართება. წელს ტურნირი ჯგუფური ეტაპის გარეშე ტარდება.