როდის აღდგება ავიამიმოსვლა?
Tbilisi Daily
საავიაციო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის გრაფიკი მაისის შუა რიცხვებისთვის გაირკვევა. ეს ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და ასევე, იმ ქვეყნების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რომლებთანაც საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს.
კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ქვეყნებმა ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. ჩაკეტეს სახმელეთო და საზღვაო საზღვარიც.
ვინაიდან ყველა ქვეყანაში განსხვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ევროკავშირში ჯერ ვერ ამბობენ, როდის იქნება შესაძლებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების გახსნა ან, გარე საზღვრების გახსნა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ თუკი შეზღუდვები მოიხსნება Turkish Airlines-სი საქართველოში ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს და ავიაკომპანია 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში კვირაში დაახლოებით 75 რეისს განახორციელებს.
ივნისის შუა რიცხვებში გეგმავს ფრენების განახლევას კომპანია wizzair-იც. ავიაკომპანიამ უკვე დაასახელა ის ქვეყნები, სადაც კონკრეტულ ქვეყანაში არსებული მოქმედი რეგულაციის მიხედვით. პირველი რეისები შესრულდება - ბრიტანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი.
იზოლაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ ავიაკომპანიებს გარკევული რეგულაციების შესრულება მაინც მოუწევთ. კერძოდ, მგზავრობისას სოციალური დისტაციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა. სავალდებულა იქნება თვითმფრინავის სალონში ნიღბის ტარებაც
განიხილება ვერსია, რომ მგზავრები სალონში სავარძლის გამოტოვებით დასვან, თუმცა როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური დირექტორი ალექსანდრ დე ჯუნიაკი ამბობს, მიმდინარე კვირას გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, ვერავინ ადასტურებს, ამ მოდელით მგზავრობა უსაფრთხო იქნება თუ არა.
#news
#flight
#ავიამიმოსვლა
#tbilisidaily
#dailynews
#wizzair
#turkishairlines