ვახტანგ გომელაური: მინდა ბათუმში წავალ, მინდა კახეთში, იმიტომ, რომ მინისტრი ვარ
Tbilisi Daily
შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია. ვახტანგ გომელაურს ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რა მიზნით იმყოფებოდა ის ბათუმში.
“მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ”, – უპასუხა მინიტრმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რა ეტაპზეა ახლა ზუგდიდის სპეცოპერაცია,- მინისტრი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთა.
“გამანებეთ თავი. არ შეიძლება ასეთი რაღაც. 20-ჯერ გავაკეთე განცხადება”, – აცხადებს მინისტრი.